სუმო. კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძეს სეკივაკეობის შანსი გაუჩნდა

AutoSharing Option
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) წლის უკანასკნელ ბაშოზე ასეთი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - უნდა მოიგოს დარჩენილი სამი ორთაბრძოლა, რათა გახდეს სუმოს იერარქიაში მესამე ტიტულის, სეკივაკეს მფლობელი.

ჩვენებურმა ეგვიპტელი ოსუნაარაში დაამარცხა. ეს მისი მე-5 გამარჯვება იყო კიუშუს ბაშოზე. ახლა მისი მეტოქე მესამე მაეგაშირა ტოიონოშიმაა, რომელსაც ასევე აღარ დარჩა წაგების უფლება.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) დადებითი ბალანსი ბაშოზე უკვე გაინაღდა. მან იკიოისთან დათმო ორთაბრძოლა და ახლა ჩიოტაირიუს ხვდება.

მე-13 დღეს ძალზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლაა - მონღოლი დიდი ჩემპიონები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი ერთმანეთს შეერკინებიან.

XII დღე (მნიშვნელოვანი
ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ოშიდაში), კაკურიუ-კისენოსატო (იორიკირი), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ოსუნაარაში (იორიკირი), იკიოი-გაგამარუ (ცუკიოტოში).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-1: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
10-2: შოჰოზანი (მაეგაშირა 10)... 8-4: გაგამარუ (მ 11)... 5-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი)

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტერუნოფუჯი, ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი, კისენოსატო-გოეიდო, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, ტოჩინოშინი-ტოიონოშიმა, გაგამარუ-ჩიოტაირიუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული