სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: ლევან გორგაძემ ოძეკი დაამარცხა

AutoSharing Option
იანვრის ბაშოს მესამე დღეს დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) პირველი გამარჯვება იზეიმა, მან ოძეკის ტიტულის (ჩემპიონი) გოეიდო დაამარცხა.

გოეიდოს ქართველმა სუმოისტმა კარიერაში მეშვიდედ აჯობა. ახლა ჩვენებურის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი კისენოსატოა. "იშვიათ ტალანტთან" ლევანს უარყოფითი ბალანსი აქვს - 5:14.

მეორე გამარჯვება იზეიმა მე-9 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც ოშიდაშით შოთა ენდო დაამარცხა. გაგამარუს ახალი მეტოქე ჩიოტაირიუა (2:3 ურთიერთშეხვედრებში).

III დღე (მნიშვნ. ბრძოლები): ამინიშიკი-კაკურიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-აოიამა (იორიკირი), ჰაკუჰო-შოჰოზანი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-იოშიკაძე (იორიკირი), ტოჩინოშინი-გოეიდო (იორიკირი), კისენოსატო-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ტერუნოფუჯი-იჩინოჯო, იკიოი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), გაგამარუ-ენდო (ოშიდაში).

IV
დღე
(მნიშვნ. წყვილები): ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო, ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი, კაკურიუ-შოჰოზანი, გოეიდო-იკიოი, ტოჩინოშინი-კისენოსატო, ტერუნოფუჯი-აოიამა, გაგამარუ-ჩიოტაირიუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული