სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: 21-ე ცდა

AutoSharing Option
დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) არ გამოუვიდა ზედიზედ მესამე ოძეკის დამარცხება, მას კოტოშოგიკუმ აჯობა იორიკირის ილეთით.

ჩვენებურს 2-3 ბალანსი აქვს. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, იმპერატორის თასის 35-გზის მფლობელი. ქართველი სუმოისტისთვის მონღოლი იოკოძუნა ჯერაც აუღებელი ციხესიმაგრეა - ოცჯერ შეხვდა და ოცჯერვე დამარცხდა.

წააგო მე-9 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), მას ტაკაიასუმ აჯობა უვატენაგეს ილეთით. გაგამარუს მომდევნო მეტოქე მიტაკეუმია, ვისაც ქართველი ერთხელ შეხვდა და მოუგო.

ბაშოს მესამედი გაილია, 5-5 მოგებით დაუმარცხებლად სამი რიკიში ლიდერობს, ზემოთ სამივე უკვე ვახსენეთ: ჰაკუჰო, კოტოშოგიკუ და
ტაკაიასუ.

V დღე (მნიშვნ. ბრძოლები): ჰაკუჰო-აოიამა (უვატენაგე), იკიოი-კაკურიუ (ჰიკიოტოში), ჰარუმაფუჯი-კაისეი (შიტატენაგე), კისენოსატო-შოჰოზანი (ოშიდაში), კიოკუშუჰო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), ტაკაიასუ-გაგამარუ (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 8)
4-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კოტოიუკი (მ 4), ოკინოუმი (მ 6), ტოიონოშიმა (მ 7), შოდაი (მ 12), ტოიოჰიბიკი (მ 14)... 2-3: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 9)

VI დღე (მნიშვნ. წყვილები): კაკურიუ-აოიამა, ჰარუმაფუჯი-კიოკუშუჰო, ტოჩინოშინი-ჰაკუჰო, ტერუნოფუჯი-ტოჩიოძანი, კოტოშოგიკუ-შოჰოზანი, გოეიდო-ამინიშიკი, გაგამარუ-მიტაკეუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული