სუმო. ჰაცუ ბაშო. 10-24 იანვარი: ლევან გორგაძე იბრძვის

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოს ორი მესამედი გაილია, ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კვლავ იბრძვის კომუსუბის ტიტულის შენარჩუნებისთვის. მას იჩინოჯოს დამარცხების შემდეგ 3-7 ბალანსი აქვს.

გორგაძეს ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი - ბოლო ხუთი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, აქედან პირველი მე-4 მაეგაშირა კოტოიუკისთან ექნება (3:0 ურთიერთშეხვედრებში).

მოიგო მე-9 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც კოტენაგეს ილეთით დაამარცხა ტოიოჰიბიკი. ახლა მისი მეტოქე კაგაიაკია (0:1 ურთიერთშეხვედრებში).

ათი დღის მერე ბაშოს ორი დაუმარცხებელი ფალავანი ჰყავს, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი კოტოშოგიკუ.

X დღე (მნიშვნ. ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ჰაკუჰო-კაისეი (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-კაკურიუ
(იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-იჩინოჯო (იორიკირი), გაგამარუ-ტოიოჰიბიკი (კოტენაგე).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი)
9-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 5-5: გაგამარუ (მაეგაშირა 9)... 3:7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

XI დღე (მნიშვნ. წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-კაისეი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-კოტოიუკი, გაგამარუ-კაგაიაკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული