გორგაძეს ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი - ბოლო ხუთი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, აქედან პირველი მე-4 მაეგაშირა კოტოიუკისთან ექნება (3:0 ურთიერთშეხვედრებში).
მოიგო მე-9 მაეგაშირა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც კოტენაგეს ილეთით დაამარცხა ტოიოჰიბიკი. ახლა მისი მეტოქე კაგაიაკია (0:1 ურთიერთშეხვედრებში).
ათი დღის მერე ბაშოს ორი დაუმარცხებელი ფალავანი ჰყავს, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჩემპიონი კოტოშოგიკუ.
X დღე (მნიშვნ. ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ჰაკუჰო-კაისეი (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-კაკურიუ
სატურნირო მდგომარეობა
10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი)
9-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)... 5-5: გაგამარუ (მაეგაშირა 9)... 3:7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).
XI დღე (მნიშვნ. წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, კაკურიუ-კაისეი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-კოტოიუკი, გაგამარუ-კაგაიაკი.