ქართველებმა ოსაკას ბაშოზე ასპარეზობა წარუმატებლად დაასრულეს

AutoSharing Option
იაპონიის ქალაქ ოსაკაში დასრულდა წლის მეორე სუპერტურნირი - ჰარუ ბაშო. 15-დღიანი ბატალიების შემდეგ ნათელი გახდა, რომ მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და მე-10 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) კიდევ უფრო დაქვეითდებიან რეიტინგში, რადგან მათ უარყოფითი ბალანსით დაასრულეს ბაშო.

გორგაძემ ბოლოს ზედიზედ სამი ორთაბრძოლა მოიგო და ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა. იმედია, ის დიდად არ დაქვეითდება რეიტინგში. აი, ჯუღელმა კი ბოლოს 8 ორთაბრძოლიდან 7 წააგო და ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულა. ჩვენებური ახლა კი გადაურჩება დაქვეითებას, მაგრამ მომდევნო ბაშოზე უკვე დარჩენისთვის იბრძოლებს.

იმპერატორის თასი
კარიერაში 36-ედ მოიგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ (მუნხბატ დავააჯარგალი). მან ეს 8-თვიანი პაუზის შემდეგ გააკეთა, ჰაკუჰომ ბაშო 14-1 ბალანსით დაასრულა.

საბოლოო მდგომარეობა
14-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
13-2: კისენოსატო (ოძეკი)
12-3: გოეიდო (ოძეკი), კოტოიუკი (მაეგაშირა 1)
11-4: კაისეი (მ 7), იჩინოჯო (მ 11)
10-5: კაკურიუ (იოკოძუნა), იკიოი (მ 4), მიოგირიუ (მ 6), მიტაკეუმი (მ 13), დაიეშო (მ 14)... 6-9: ტოჩინოშინი (მ 2)... 5-10: გაგამარუ (მ 10)

პრიზები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
ძურიოს ჩემპიონი: ოსუნაარაში (ძ 1)
მაკუშიტას ჩემპიონი: სატო (მკ 9)
ბრწყინვალე ასპარეზობა: კოტოიუკი (მაეგაშირა 1)
მებრძოლი სული: არავის
ტექნიკური რიკიში: არავის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული