ლევან გორგაძის გადამწყვეტი გამარჯვება ზაფხულის ბაშოზე

AutoSharing Option
28 წლის ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ზაფხულის ბაშოს 11 დღე ეყო ტურნირის დადებითი ბალანსით დასასრულებლად - გადამწყვეტი, მერვე ორთაბრძოლა მან შოჰოზანთან მოიგო ჰიკიოტოშის ილეთით.

არადა, ყველას გვახსოვს, რომ დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ბაშოს გატეხილი ნეკნით შეხვდა და ექიმების რჩევის მიუხედავად, სუპერტურნირზე უარი არ თქვა. ჩვენებურს 8-3 ბალანსი აქვს და ახლა დაიეიშოს ხვდება (1:0 ურთიერთშეხვედრებში).

მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ) და მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა - 5-6 ბალანსი. სოკოკურაის დამარცხების შემდეგ ქართველის მეტოქე ტაკანოივაა (4:1 ურთიერთშეხვედრებში).

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-გოეიდო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატედაშინაგე), ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ
(სუკუინაგე), კისენოსატო-იკიოი (ოკურიდაში), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (ჰიკიოტოში), გაგამარუ-სოკოკურაი (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)
9-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კაკურიუ (იოკოძუნა)... 8-3: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 4)... 5-6: გაგამარუ (მ 15)

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კოტოიუკი, ჰაკუჰო-გოეიდო, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-დაიეიშო, გაგამარუ-ტაკანოივა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცმა მაგარი ილეთით მოიგო, რაღა ეს, ამ ბაშოზე, იშვიაითი წაგების სურათი დადეთ?
Irakli apkhaidze
17:25 18-05-2016
0

სიახლეები პოპულარული