მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ). მან მძლავრი ოშიდაშით ტაკანოივას აჯობა. ბაშოს დასრულებამდე სამი დღე რჩება. ჯუღელს 6-6 ბალანსი აქვს და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ორი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. მისი მომდევნო მეტოქე სადანოუმია.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-კოტოიუკი (იორიკირი), ჰაკუჰო-გოეიდო (ჰიკიოტოში), კოტოშოგიკუ-კაკურიუ (იორიკირი), კისენოსატო-ტერუნოფუჯი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-დაიეიშო (იორიკირი), გაგამარუ-ტაკანოივა (ოშიდაში).
სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰაკუჰო
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
9-3: კაკურიუ (იოკოძუნა), ტოჩინოშინი (მაეგაშირა 4), ენდო (მ 15)... 6-6: გაგამარუ (მ 15).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, გოეიდო-იკიოი, კოტოშოგიკუ-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-ტოკუშორიუ, გაგამარუ-სადანოუმი.