ლევან გორგაძე, კარიერაში პირველად, სუმოს იერარქიაში მესამე ტიტულის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
27 ივნისს სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდა. სასიხარულოა, რომ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) დაუფასდა ბაშოზე 10-5 ბალანსის მიღწევა და ის სუმოს იერარქიაში მესამე ტიტულის, სეკივაკეს მფლობელი გახდა.

28 წლის გორგაძეზე მაღლა რეიტინგში ახლა მხოლოდ 7 სუმოისტია.

სამწუხაროდ, თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) 6-9 ბალანსი საკმარისი არ გამოდგა ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად და ქართველი ძურიოს დივიზიონში გავარდა. ის იქ ძურიოს პირველი ნომერი იქნება.

ნაგოიას ბაშო 10-24 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული