ამ გამარჯვებას, გარკვეულწილად, ისტორიულიც შეიძლება ეწოდოს, რადგან ლევანმა კარიერაში პირველად იმარჯვა სეკივაკეს რანგში. ახლა კი, თუკი ამ რანგის შენარჩუნება სურს პროფესიულ სუმოში, დარჩენილი 10 ორთაბრძოლიდან 7 მაინც უნდა მოიგოს.
ძურიოს დივიზიონში თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) 2-3 ბალანსი აქვს, ჩვენებური სეიროსთან ჰატაკიკომით დამარცხდა.
ელიტაში სიურპრიზებით სავსე დღე გამოვიდა - პირველი მარცხი იგემა დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ, ვინც რიგითმა მაეგაშირა
V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ (იორიკირი), ტაკარაფუჯი-ჰაკუჰო (კოტენაგე), ტოჩიოძანი-კისენოსატო (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-მიტაკეუმი (ოშიდაში), გოეიდო-ოკინოუმი (კოტენაგე), ტოჩინოშინი-კოტოიუკი (ჰატაკიკომი).
სატურნირო მდგომარეობა
5:0: იჩინოჯო (მაეგაშირა 7)
4-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), ტერუნოფუჯი (ოძეკი), ტაკაიასუ (კომუსუბი), ტაკარაფუჯი (მ 2), შოდაი (მ 5), იოშიკაძე (მ 5), ჩიოოტორი (მ 8), სადანოუმი (მ 10), არავაში (მ 16)... 1-4: ტოჩინოშინი (სეკივაკე).
VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოიუკი, ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, გოეიდო-კაისეი, ტერუნოფუჯი-მიტაკეუმი, ტოჩინოშინი-ტაკაიასუ.
მიდი ლევან, გამბარე ტოჩინოშინ!