იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში ლიდერებს ჩამორჩა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, რომელმაც ტურნირზე მესამე მარცხი იწვნია. 10-10 მოგებით ჰარუმაფუჯი და კისენოსატო ლიდერობენ.
დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელიც (გაგამარუ), რომელიც ძურიოს დივიზიონის პირველი ნომერია. ჩვენებურმა კიოკუშუჰოსთან დათმო იორიკირის ილეთით და ახლა ჩიომარუს ხვდება. ჯუღელს 6-6 ბალანსი აქვს და ელიტაში დაბრუნებასთან ორი მოგება აშორებს.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტერუნოფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კაისეი
სატურნირო მდგომარეობა
10-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი)
9-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტაკაიასუ (კომუსუბი), ტაკარაფუჯი (მაეგაშირა 2), ტაკანოივა (მ 10)... 3-9: ტოჩინოშინი (სეკივაკე).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, ჰაკუჰო-გოეიდო, ტერუნოფუჯი-შოდაი, კაისეი-ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-შოჰოზანი.