თეიმურაზ ჯუღელი ელიტას უბრუნდება

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ბოლო სამი ორთაბრძოლა მიჯრით მოიგო. მართალია, ამით ქართველმა სუმოისტმა უარყოფითი ბალანსი ვერ გამოისწორა, მაგრამ ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და ახლა უფრო მეტი შანსი აქვს, ახალ რეიტინგში სეკივაკეს რანგიდან კომუსუბის რანგში დაქვეითდეს და რიგითი მაეგაშირა არ გახდეს. ჩვენებურმა მიჯრით შოჰოზანს, იკიოის და შოდაის მოუგო.

ძურიოს დივიზიონში დაქვეითებულმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ამოცანას თავი გაართვა - 8-7 ბალანსით დაასრულა ტურნირი და ელიტას დაუბრუნდა. ბოლო დღეს მან გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოუგო ჩიოოს.

იმპერატორის თასი კარიერაში მერვედ მოიგო მონღოლმა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ
(წარსულში ამა).

პრიზები
იმპერატორის თასი: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
ძურიოს ჩემპიონი: ამაკაზე (ძ 11)
მაკუშიტას ჩემპიონი: რიუსეი (მ 44)
ბრწყინვალე ასპარეზობა: იოშიკაძე (მაეგაშირა 5)
მებრძოლი სული: ტაკარაფუჯი (მ 2)
მებრძოლი სული: ტაკანოივა (მ 10)
ტექნიკური რიკიში: ტაკაიასუ (კომუსუბი)

საბოლოო მდგომარეობა
13-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა)
12-3: კისენოსატო (ოძეკი), ტაკანოივა (მაეგაშირა 10)
11-4: ტაკაიასუ (კომუსუბი)
10-5: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტაკარაფუჯი (მ 2), იოშიკაძე (მ 5)... 6-9: ტოჩინოშინი (სეკივაკე).
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ მაეგაშირა გახდება ისევ. ალბათ 1 ან მაკსიმემ მე-2
0
მოდი, ერთ ლარზე დავნიძლავდეთ, რომ ახალი სეკივაკები იქნებიან ტაკაიასუ (აღმოსავლეთის) და თაკარაფუჯი (დასავლეთის), ხოლო ახალი კომუსუბები –– კაისეი და ტოჩიოზანი. სამწუხაროდ, ტოჩინოშინს, ჩემის აზრით, მეორე მაიგაშირობა ეჭყანება მხოლოდ :–( .
ნოდარი
16:00 24-07-2016
0

სიახლეები პოპულარული