ლევან გორგაძეს მხოლოდ ერთი წაგების უფლება დარჩა

AutoSharing Option
აკი ბაშომ ეკვატორი გადალახა - 8 დღის შემდეგ მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) 2-6 ბალანსი აქვს და დარჩენილ 7 ორთაბრძოლაში მხოლოდ ერთი მარცხის უფლება დარჩა. უქმეებზე მან დათმო ბრძოლა ჩიონოკუნისთან და მოუგო დაიშომარუს. ჩვენებურის მორიგი მეტოქე პირველი მაეგაშირა იოშიკაძეა (14:6 ურთიერთშეხვედრებში).

ცუდად ასპარეზობს მე-12 მაეგაშირა გაგამარუც (თეიმურაზ ჯუღელი), მას 3-5 ბალანსი აქვს, შაბათ-კვირას ჩვენებურმა იკიოისთან და ჩიოშომასთან წააგო. მისი მომდევნო მეტოქე დაიეიშოა (3:2 ურთიერთშეხვედრებში).

ტურნირს დაუმარცხებლად ოძეკი გოეიდო ლიდერობს.

სატურნირო მდგომარეობა
8-0
: გოეიდო (ოძეკი)
7-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ოკინოუმი (მაეგაშირა 1),
ენდო (მ 14)... 3-5: გაგამარუ (მ 12)... 2-6: ტოჩინოშინი (მ 2).

IX დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კაკურიუ-მიოგირიუ, კისენოსატო-ჩიოოტორი, ტერუნოფუჯი-ტაკაიასუ, გოეიდო-აოიამა, კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი, ტოჩინოშინი-იოშიკაძე, გაგამარუ-დაიეიშო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული