ლევან გორგაძეს ბაშოზე წაგების უფლება აღარ დარჩა

AutoSharing Option
თუკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) აკი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულებას სურს, მან უნდა გაიმარჯვოს დარჩენილ ორთაბრძოლებში, სუპერტურნირის დასრულებამდე კი ჯერ 6 დღე რჩება (მას 2-7 ბალანსი აქვს). ქართველმა სუმოისტმა ვეტერან იოშიკაძესთან დათმო ორთაბრძოლა, მეტოქემ ვატაშიკომის ილეთით იმარჯვა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-3 მაეგაშირა ტაკანოივა იქნება.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) უკეთ იბრძვის, მან ჰატაკიკომის წყალობით დაიეშო დაამარცხა და ბალანსი 4-5 გაუხდა. ქართველის მომდევნო მეტოქე კიოკუშუჰოა.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (უვატედაშინაგე), კაკურიუ-მიოგირიუ (ჰატაკიკომი), კისენოსატო-ჩიოოტორი (უვატედაშინაგე), ტაკაიასუ-ტერუნოფუჯი (იორიკირი), გოეიდო-აოიამა (ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), იოშიკაძე-ტოჩინოშინი (ვატაშიკომი), გაგამარუ-დაიეშო
(ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0
: გოეიდო (ოძეკი)
8-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ენდო (მაეგაშირა 14)... 4-5: გაგამარუ (მ 12)... 2-7: ტოჩინოშინი (მ 2).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტაკარაფუჯი, ჰარუმაფუჯი-აოიამა, გოეიდო-ტერუნოფუჯი, კისენოსატო-კოტოშოგიკუ, ტაკაიასუ-ოკინოუმი, ტოჩინოშინი-ტაკანოივა, გაგამარუ-კიოკუშუჰო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული