ქართველმა სუმოისტებმა ბაშო მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
კუნძულ კიუშუზე სტარტი აიღო წლის უკანასკნელმა სუპერტურნირმა (ბაშო).

ელიტაში კვლავ ორი ქართველი სუმოისტია - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მე-6 მაეგაშირაა და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც ელიტის ბოლო საფეხურზეა - მე-16 მაეგაშირაა.

პირველ დღეს ტოჩინოშინი მე-7 მაეგაშირა ტაკეკაძესთან დამარცხდა ჰატაკიკომის ილეთით, ხოლო გაგამარუმ ოშიდაშით წააგო ტოიოჰიბიკისთან.

I დღე
(მნიშვნელოვანი შეხვედრები): ტამავაში-ჰარუმაფუჯი (ოშიდაში), კაკურიუ-მიტაკეუმი (ოშიდაში), ჰაკუჰო-ოკინოუმი (ცუკიოტოში), გოეიდო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კისენოსატო-აოიამა (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოჩინოშინი (ჰატაკიკომი), ტოიოჰიბიკი-გაგამარუ (ოშიდაში).

II დღე
(მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰაკუჰო-აოიამა, ჰარუმაფუჯი-კაისეი, კისენოსატო-ტამავაში, კოტოშოგიკუ-მიტაკეუმი, ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი, გაგამარუ-იშიურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული