ორი ქართული იორიკირი ნოემბრის ბაშოზე

AutoSharing Option
ორშაბათს, წლის უკანასკნელ ბაშოზე ელიტაში მოასპარეზე ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა.

მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იორიკირის ილეთით დაამარცხა შოჰოზანი და 5-4 ბალანსი გაუხდა. მისი მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოშომაა.

მე-16 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) იმავე ილეთით კიოკუშუჰო დაამარცხა. გაგამარუს 4-5 ბალანსი აქვს და სადანოუმის ხვდება.

ბაშოს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს მონღოლი დიდი ჩემპიონი კაკურიუ, რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (იორიკირი), კაკურიუ-ტაკაიასუ (იორიკირი), კისენოსატო-გოეიდო (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-კაისეი (უვატენაგე), ტოჩინოშინი-შოჰოზანი (იორიკირი), გაგამარუ-კიოკუშუჰო (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: კაკურიუ (იოკოძუნა)
8-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), იშიურა (მაეგაშირა 15)... 5-4: ტოჩინოშინი (მ 6)... 4-5: გაგამარუ (მ 16).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კაკურიუ-ტერუნოფუჯი, ჰაკუჰო-კისენოსატო, გოეიდო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-ჩიოშომა, გაგამარუ-სადანოუმი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული