კიუშუს ბაშო. 13-27 ნოემბერი: ქართველებმა კვლავ იმარჯვეს

AutoSharing Option
წლის უკანასკნელი ბაშოს ორი მესამედი დასრულებულია. მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კარგად ასპარეზობს. მან კიმედაშის ილეთით მოუგო ჩიოშომას. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე ნიშიკიგია. ტოჩინოშინს 6-4 ბალანსი აქვს.

ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის მე-16 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც მძლავრი ოშიდაშით დოჰიოდან სადანოუმი გაიყვანა. გაგამარუს, რომელიც ახლა კაგაიაკის ხვდება, 5-5 ბალანსი აქვს.

X დღე
(მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (სოტოგაკე), კაკურიუ-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-ჰაკუჰო (იორიკირი), გოეიდო-კოტოშოგიკუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ჩიოშომა (კიმედაში), გაგამარუ-სადანოუმი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0: კაკურიუ (იოკოძუნა)
9-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), იშიურა (მაეგაშირა 15)... 6-4: ტოჩინოშინი (მ 6)... 5-5:
გაგამარუ (მ 16).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-კისენოსატო, ჰაკუჰო-ტაკაიასუ, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, გოეიდო-ტერუნოფუჯი, ტოჩინოშინი-ნიშიკიგი, გაგამარუ-კაგაიაკი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენჯერ დავწერო რატო ბლოკავთ? წესები და ოშიდაშები და იოკოძუნები ვინმემ აგვიხსნას, მაინც აშუქებთ ამ სპორტს და ერთი ახსნითი სტატია რა გახდა?!
ქარ
17:39 22-11-2016
0

სიახლეები პოპულარული