ტოჩინოშინის მეტოქე დიდი ჩემპიონი კაკურიუ იყო, იმპერატორის თასის ახლანდელი მფლობელი. მონღოლმა ცაციით უვატედაშინაგეს ილეთით წააქცია ჩვენებური. ურთიერთდაპირისპირებებში 20:1-ია კაკურიუს სასარგებლოდ. ახლა ქართველი კომუსუბი ოძეკი გოეიდოს შეხვდება (8:12 უერთიერთშეხვედრებში).
წარუმატებელი სტარტი ჰქონდა გაგამარუსაც, რომელიც დაიშომარუსთან დამარცხდა. ჩვენებურის შემდგომი მეტოქე ტაკაკეიშოა, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვედრია (მოგება).
I დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტოჩინოშინი (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ
II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-მიტაკეუმი, ჰაკუჰო-ტაკარაფუჯი, კაკურიუ-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-გოეიდო, ტერუნოფუჯი-ტაკაიასუ, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-ტამავაში, გაგამარუ-ტაკაკეიშო.