ზემოაღნიშნულ შეხვედრაში ორივე ქართველმა იჭიდავა, თუმცა ერთმა მოიგო, მეორე კი დამარცხდა.
საბედნიეროდ, დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ხინჩეგაშვილი, ვინც ისევ მოიგო. ამჯერად მან ინდოელი ამიტ კუმარ დჰაიაა დაამარცხა - 6:2. ქართველმა
თუმცა მთავარი ისაა, რომ ხინჩეგაშვილი ლიგაში კვლავაც დაუმარცხებელია და უნაკლო შედეგი აქვს - სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. მასაც ზუსტად ისეთივე მაჩვენებელი აქვს, როგორიც მეორე ქართველს, "ჯაიპურის" კაპიტანს, ევროპული თამაშების ფინალისტ ელიზბარ ოდიკაძეს (97).
10 იანვარს დამარცხდა მეორე ქართველი - ახალგაზრდა გაფრინდაშვილმა ინდოელ ჯიტენდრასთან 1:6 წააგო. ჩვენებური პირველ წრეში 0:4 დამარცხდა, მეორეში ერთი ქულა კი აიღო, მაგრამ სანაცვლოდ 2 დაკარგა და ზემოაღნიშნული ანგარიში დააფიქსირა.
ხინჩეგაშვილისა და ჯიტენდრას გარდა, პენჯაბელთა წარმატებაში წვლილი ვაჟთაგან რუსმა ილიას ბეკბულატოვმაც (65) შეიტანა, ქალებში კი ნიგერიელმა მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორმა ოდინაიო ფოლასადე ადეკიოროემ (53) და ბელორუსმა ევროპული თამაშების გამარჯვებულმა, მსოფლიოს პრიზიორმა ვასილისა მარზალიუკმა (75) იმარჯვეს.
დალგანელთაგან ორი შეხვედრის მოგება ბულგარელმა ქალმა, რიოს ოლიმპიადისა და ევროპის შარშანდელმა ბრინჯაოსმედალოსანმა ელიტსა იანკოვამ (48) და ინდოელმა ამიტ დჰანკარმა (70) შეძლეს.
დღეს, პრო-ლიგის მორიგ ტურში ევროპის ვიცე-ჩემპიონ დავით ტლაშაძის (70) "კოლორს დელი სულთანი" "ჰარიანა ჰამერსს" ხვდება. ჯერჯერობით ორივე გუნდმა ორ-ორი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა დიამეტრულად საპირისპირო ამოცანები აქვთ მიმდინარე ლიგაში - "ჰარიანამ" თუ ორივე პაექრობაში იმარჯვა, დელის გუნდმა, პირიქით, ორივე წააგო.
საერთოდაც, ექვსგუნდა ლიგას თუ ქართველებით გაძლიერებული ორი გუნდი ლიდერობს - "პენჯაბი" და "ჯაიპური", ბოლო ორ ადგილზეც ჩვენებურთა კლუბებია - "კოლორ დელი სულთანი" და "უპ დანგალი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"