ნაკრების მთავარ მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილს იქ გადახალისებული გუნდი მიჰყავს - ქვეყნის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონთაგან ორს - ავთანდილ კენჭაძესა (74) და გივი მაჭარაშვილს (960) ასვენებს, რადგან ისინი საქართველოს ეროვნული პირველობისთვის ემზადებიან. ოღონდ 74-ში ვიცე-ჩემპიონი მაინც მიჰყავს, 97-ში კი არავინ გვეყოლება, რადგან სხვა მედალოსნებიც უფროსებში აპირებენ გამოსვლას.
დანარჩენი ჩემპიონები მწვრთნელის განკარგულებაში არიან, თუმცა ვარნაში ორ წონაში საერთოდ არ
20-წლიანებში მეორეზე სამტრედიელი ივერიკო ჯულაყიძე გავიდა, თუმცა 23-იანებში ისიც გახდა ქვეყნის ჩემპიონი ამ წონაში და იმ ასაკში ელოდება ევროპის ჩემპიონატი.
ერთი სიტყვით, ბედინეიშვილს ხელთ არც ერთი მეტ-ნაკლებად დასაყრდენი ფალავანი აღარ დარჩა და საერთოდ გამოტოვა ეს წონა. მწვრთნელი მხოლოდ ერთ წონას აორებს - 74-ში ვიცე-ჩემპიონი გოგა მამიაური და მესამეპრიზიორი თორნიკე კვინიკაძე მიჰყავს.
ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია ასაკობრივ გუნდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს კვლავაც გაუმართლებელი გრაფიკით, დაახლოებით ერთთვიანი შუალედებით ატარებს. 20-წლამდელებში კონტინენტის პირველობა ივნის-ივლისის მიჯნაზე, დორტმუნდში ტარდება, მსოფლიოს ჩემპიონატი კი მისი დასრულებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, 1-ელ აგვისტოს იწყება ფინურ ტამპერეში. ბუნებრივია, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ბედინეიშვილის გუნდსაც მთელი მოსამზადებელი ეტაპი წინ აქვს.
სულ სხვა რეალობაშია ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები, რომელიც ჯერ ქვეყნის პირველობისთვის ემზადება. თითქოს ეს ტურნირი თებერვლის ბოლო რიცხვებში უნდა გამართულიყო, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ 4-5 მარტს თერჯოლაში ჩატარდება.
ეს იქნება საევროპო ნაკრების დასაკომპლექტებლად პირველი სერიოზული ნაბიჯი, რადგან შეირჩევა ის ბირთვი, რომელიც მოემზადება კონტინენტის თუ მსოფლიოს პირველობებისთვის (რაკი ეს ორი შეჯიბრება ერთმანეთთან ასე ახლოს ტარდება, მწვრთნელები იძულებულნი არიან, ორ-ორი შემადგენლობა მოამზადონ). საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ისინი საერთაშორისო ტურნირშიც გამოვლენ, რომელიც ამ დღეებში დაზუსტდება.
ამასობაში ევროპის ჩემპიონატი კარს მოადგათ 23-წლამდელებს - მას 28 მარტიდან 2 აპრილამდე უნგრული სომბათჰეი უმასპინძლებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 12 მარტიდან დაიწყებენ შეკრებას, "ბერძენ-რომაელები" კი ახლაც ბორჯომში არიან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთობლივ შეკრებაზე. უფროსებთან ერთად, 3-4 მარტს ისინიც იჭიდავებენ კიევში "გამოჩენილ უკრაინელ მწვრთნელთა და სპორტსმენთა" მემორიალში.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 23-წლიანთა პირველობის გამარჯვებულები წავლენ და ამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ოთარ ტატიშვილსაც ძირითადად ისინი მიჰყავს კიევში, თუმცა რიგი მიზეზების გამო, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი დააკლდეს. მაგალითად, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, ბათუმელი გელა ბოლქვაძე (80) მაღალი სიცხის გამო ვერ ვარჯიშობს და ვნახოთ, გამომჯობინდება თუ ვერა უახლოეს დღეებში.
უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი, ხულოელი ლაშა გობაძე (85) ფეხის ტრავმას მკურნალობს და მწვრთნელი აქაც მოლოდინის რეჟიმშია. ვირუსული ინფექციის გამო ვერ ვარჯიშობს ვერც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი 23-იანებში, წყალტუბოელი იონა ფირცხალავა და თუ მანამდე ამათგან რომელიმე არ ჩადგა მწყობრში, მაშინ ამ წონაში მონაწილე არ გვეყოლება.
მწვრთნელები წონას არ აკლებინებენ 59-ის გამარჯვებულს, ოზურგეთელ დავით ჩხარტიშვილს - ის კიევში 66-ში იასპარეზებს, თუმცა საევროპოდ 59-ს დაუბრუნდება. კიევში მას ამ წონის ჩემპიონი, ბათუმელი ედნარ შავაძე შეუწყვილდება, ტრავმის გამო კი ჯერ ისევ გაურკვეველია ამ წონის ლიდერის, ოლიმპიურ პრიზიორ შმაგი ბოლქვაძის საკითხი. ის გათავისუფლებული იყო საქართველოს როგორც 23-იანთა, ისე - ეროვნული პირველობებიდან და ესაა ერთადერთი წონა 23-იანებში, სადაც ქვეყნის ჩემპიონობა არ იყო ევროპის პირველობაზე წასვლის გარანტია, რადგან ეს ადგილი ბოლქვაძისთვის იყო დაბევებული. ოღონდ მან საეროპოდ გამოჯანმრთელება და ნატკენი ფეხის მორჩენა თუ ვერ მოასწრო, მაშინ უნგრეთში შავაძე იჭიდავებს.
თავისუფალი ჭიდაობა. ახალგაზრდული ნაკრები
50 კგ. გოგა ძიგუა (სამტრედია)
55 კგ. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი), რამაზ თურმანიძე (აჭარა)
60 კგ. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია), გელა ქოთიაშვილი (დედოფლისწყარო)
70 კგ. მირზა სხულუხია (ქუთაისი)
74 კგ. გოგა მამიაური (თბილისი), თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)
84 კგ. ზაურ ბერაძე (ხარაგაული)
120 კგ. ზურაბ ურთაშვილი (მცხეთა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. 23-წლიანთა ნაკრები
66 კგ. დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი), ედნარ შავაძე (აჭარა)
71 კგ. რამაზ ზოიძე (აჭარა)
75 კგ. ბაკურ გოგოლი (სენაკი)
80 კგ. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
85 კგ. ლაშა გობაძე (აჭარა)
98 კგ. კუკური კირცხალია (თბილისი)
130 კგ. ზვიად პატარიძე (ქუთაისი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"