ჩვენდა საამაყოდ, მსოფლიოს უძლიერეს ფალავანთა კრებულში ორი ქართველია მიწვეული: ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125).
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საიტის - wrestling.ge-ს ინფორმაციით, მსოფლიოს ნაკრებს სახელოვანი ირანელი ათლეტი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ამჟამად ამ ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რასულ ხადემი უხელმძღვანელებს, რუსებს კი მათი ახლანდელი თავკაცი ჯამბულათ თედეევი გაუძღვება.
გუნდების საბოლოო შემადგენლობები უახლოეს ერთ კვირაში დაზუსტდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"