ევროპის ჩემპიონატი. III დღის ანონსი: საქმეში ხინჩეგაშვილი ერთვება!

AutoSharing Option
დღეს, 4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, მედლები ვაჟთა შორის 61 და 74 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებიდან ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელთა შორის ავთანდილ კენჭაძე იასპარეზებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

ისედაც ფავორიტ ხინჩეგაშვილს წილისყრამაც გაუმართლა - საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც თავისუფალია და ძლიერთაგანაც მის მხარეს აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს თუ გამოვარჩევთ. ესეც - პირობითად, თორემ უფროსებში მას ჯერ არაფერი მოუგია.

ხინჩეგაშვილის პირველი მეტოქე შვეიცარიელი ადრიან ვოცკის და მოლდოველი ანდრეი პერპელიტას შეხვედრაში გამოვლინდება, ხოლო ამათ თუ გასცდება, გვარზატილოვსა და უნგრელ ჯოზეფ მოლნარს შორის უმჯობესს შეხვდება. რუსი, თურქი, სერბი, სომეხი და ბულგარელი მეტოქეები ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ.

კენჭაძე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება ჩემპიონატში რუმინელ ვასილე მადალინ მინზალასთან შეხვედრით. მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში მოლდოველ ევგენი ნედეალკოსა და ბულგარელ სვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვს შორის მოგებულს დაეჭიდება. ბადის ამ ნახევარში აღსანიშნავია თურქი სონერ დემირტაში, თორემ სხვა ძირითადი კონკურენტები მეორე მხარეს არიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ორი ბრინჯაოს მედალია - წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფინალშია!!!
pele
15:16 04-05-2017
0
ხინჩო ფინალშია
მიშა
14:59 04-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული