ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - შეგახსენებთ, რომ წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი
დღესვე 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემ, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო (4-5).
ევროპის ჩემპიონატი თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა შორის ხვალ, 5 მაისს დასრულდება - მედლები ვაჟთა შორის დარჩენილ, 70 და 125 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.