ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო (10-9).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამრიგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - შეგახსენებთ, რომ წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი
პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

დღესვე 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემ, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო (4-5).

ევროპის ჩემპიონატი თავისუფალის სტილით მოჭიდავეთა შორის ხვალ, 5 მაისს დასრულდება - მედლები ვაჟთა შორის დარჩენილ, 70 და 125 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან, ძალიან მაგარი ფალავანი და ვაჟკაცი ხარ! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! შენ სამშობლოს უყვარხარ და პროვოკატორებს მოერიდე (ოდესაში, ორჯონიკიძეში...) კი იძახიან სპორტიო... მაგრამ გასვრა იციან! სულ გამარჯვების კვარცხლბეკზე გამყოფოს ღმერთმა! ძალიან დიდხანს!
jiji
11:58 05-05-2017
0
გილოცავთ ყველას! რა ამოუქაჩა :) ამერიკელთან ლადოს ჭიდაობა გამახსენდა. უიშვიათესი ჭკუით გამოირჩევა და ძალიან სწრაფია. საამყო ათლეტი და პროფესიონალი ხარ!
ზაზა
10:45 05-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული