ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები

AutoSharing Option
დღეს, 5 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლები თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილ წონით კატეგორიებში, 70 კგ-სა და მძიმე წონაში გათამაშდება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებიდან დავით ტლაშაძე და გენო პეტრიაშვილი იასპარეზებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება და მათი ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო საშეჯიბრო დღის წინ ჩვენს "თავისუფალთა" ნაკრებს 3 მედალი აქვს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

დღეს მოჭიდავე
ჩვენი დუეტი უძნელეს ბადეში მოხვდა - ევროპის შარშანდელი ფინალისტი ტლაშაძეც და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური მედალოსანი პეტრიაშვილიც თავიდანვე თურქი და რუსი მეტოქეების გარემოცვაში მოექცნენ.

პეტრიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზევე რუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალან ხუგაევს ხვდება (სხვათა შორის, ამ ვლადიკავკაზელი ფალავნის ახლანდელი მწვრთნელი ქართველი გია ბერიშვილია), ამათში მოგებული კი მეორე წრეში თურქთა ოლიმპიურ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის გამარჯვებულ ტაჰა აკგულსა და უკრაინელ დანილო კარტავის შორის უძლიერესს შეხვდება.

ამ ბარიერს ვინც გაივლის, მეოთხედფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტის, სერბ პედრაგ დუბაიცის, პოლონელი რადოსლავ ბარანისა და ბერძენი იოანის კარგიოტაკისის კვარტეტიდან გასულს დაეჭიდება.

პეტრიაშვილისგან განსხვავებით, წილისყრამ ბევრად გაუმართლა სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს. მართალია, მის მხარეს არიან აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ფინალისტი ჯამალედდინ მაგომედოვი, ბელორუსი ვადიმ შვედაუ და სლოვაკთა ნატურალიზებული ოსი სოსლან გაგლოევი, მაგრამ ეს ბადე სიძლიერით ვერც შეედრება ჩვენსას.

ტლაშაძე საკვალიფიკაციოდან თავისუფალია, მერვედფინალში კი თურქთა ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსან იაკუპ გორს შეხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე რუსი ევროპის პრიზიორი ისრაილ კასუმოვის, გერმანელი ტიმ იურგენ მიულერისა და სომეხი ვალტერ მარგარიანის სამეულიდან გაირკვევა.

ტლაშაძეს თითქოს რუსი და თურქი არ ეყოფოდა, ნახევარფინალში ამ ბადიდან გასულის სავარაუდო მეტოქეებად პოლონელთა დაღესტნელი, შარშანდელ ევროფინალში მისი მომგები მაგომედმურად გაჯიევი, უკრაინელი სემენ რადულოვი, ბელორუსთა დაღესტნელი სურხო რაშიტხანაუ და ბულგარელი ევროპის შარშანდელი პრიზიორი ნიკოლაი კურცევი იქნებიან - ოთხივე ანგარიშგასაწევი მოჭიდავე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეეხ,
მგონია,სამწუხაროთ
პეტრიაშვილს ლიდერის ფსიქიკა და მენტალიტეტი არა აქვს და სულ მე-3-ე ადგილისათვის დადგება...
(ღმერთმა ინებოს-ვცდებოდე!)
სასტიკად წააგო ოგკულთან ,არადა თავისუფლად შეუძლია მოგება,ბოლო-ბოლო რითი ჯობია ოგკული?!-მხოლოდ ფსიქიკით და გამძლეობით,ანუ ვარჯიშით!

კენჭაძეს და ტლაშაძეს სერიოზული პერსპექტივები აქვთ,თუ თავს გ ა დ ა დ ე ბ ე ნ და ჭიდაობას ძლიერ შეიყვარებენ ,ძალისათვის,ანუ კიდევ უფრო მომძლავრებისათვის მაგრად ივარჯიშეენ ... მუდმივი ლ ი დ ე რ ო ბ ი ს ა თ თვის მსოფლიო მასშტაბით!
glaxuna
14:24 05-05-2017
0
geno navarjishebi araa etkoba, ra ukna turkma, sirzxvilo
yala
13:42 05-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული