ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის სანუგეშო ტურნირში აგრძელებს ბრძოლას მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი. მისი მეტოქე უკრაინელი დანილო კარტავი იქნება, რომელთან წარმატების შემთხვევაშიც, მედლისთვის უნგრელ დანიელ ლიგეტის შეეჭიდება.

შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეიძლება.

ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა მედალოსანმა პეტრიაშვილმა სასტარტო შეხვედრაში რუს ალან ხუგაევს კი მოუგო (5-2), მაგრამ 1/4-ფინალში ოლიმპიურ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონ თურქ ტაჰა აკგულთან ვერაფერი გააწყო (4-14).

დღესვე 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა დავით ტლაშაძემ, რომელიც სასტარტო
შეხვედრაშივე დამარცხდა ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანთან, თურქ იაკუპ გორთან (6-7) და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს "თავისუფალთა" ნაკრებს ამ დროისთვის 3 მედალი აქვს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. კონტინენტის ჩემპიონობა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იზეიმა, მესამეპრიზიორები კი ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული