61 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ანდრეი პერპელიტა იქნება. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე.
-74 კგ-ში ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეეცდებიან მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას.
რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ვარშავაში 130 კგ-ში ჩემპიონობისთვის ლევან არაბული იჭიდავებს.
ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივარს შეხვედრების