სამაგიეროდ, დაძაბულობის მიუხედავად, ფრიად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ბუნებრივია, კამათიც იყო, მწვავე გამოსვლებიც, დავაც და აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ - მხოლოდ საქმიანი და ეს ყველაფერი ერთხელაც არ გასცდენია დასაშვებ ფარგლებს.
ამდენ ხანს გაგრძელებულ ყრილობაზე ერთი საჩხუბარი ეპიზოდი, ერთი შელაპარაკება და მით უფრო - გაწევ-გამოწევა არ ყოფილა. თვით ყველაზე მწვავე გამოსვლებშიც იგრძნობოდა პატივისცემა.
მოჭიდავეებმა მართლაც ჯენტლმენობის მაგალითი მისცეს სხვებს. ყველა გამომსვლელი - პრეზიდენტობის კანდიდატი იქნებოდა, ვიცე-პრეზიდენტობის თუ გენმდივნობის, თავის სიტყვაში ხაზგასმით
საყურადღებოა, რომ ყრილობამ არც ყოფილი პრეზიდენტი კახა გეწაძე დაივიწყა და მასაც საკადრისი პატივი მიაგო გაკეთებულისთვის, თუმცა გაუკეთებელისთვისაც ბევრი კრიტიკა დაატეხა თავს.
აწ უკვე ექსპრეზიდენტს ძიუდოს მიერ წართმეული დარბაზების გამო ერგო კრიტიკა. ყველაზე მწვავე თემად იქცა "ცხელი წერტილები" - დიღმის დღევანდელი ძიუდოს აკადემია, რომელსაც ლევან თედიაშვილის სახელი გადაარქვეს, ეგრეთ წოდებული "პეტრეს დარბაზი" ყოფილ ორჯონიკიძის ქუჩაზე.
ეს იმდენად მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა, რომ გეწაძეს ლამის ყველა გაკეთებული საქმე წყალში ჩაუყარეს.
მან კი არაერთხელ გაიმეორა, რომ ეს ბაზები დედაქალაქის მერიას ეკუთვნოდა და ძიუდოს ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამაც მათთან შეთანხმებით გადაიბარა ის დარბაზები.
ამასთან, აღნიშნა, რომ ძიუდოისტებთან დაპირისპირებას მოერიდნენ, თუმცა კონკრეტული გვარ-სახელები დელეგატებმა ვერ დაასახელებინეს.
გამორჩეული საკითხი არჩევნები იყო: ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი ლუკა კურტანიძე გახდა.
მას 103 დელეგატიდან მხარი 58-მა დაუჭირა, ხოლო გეგა გეგეშიძეს - 45-მა. ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ლომიძე გახდა, რომელმაც ერთი ხმით მოუგო მოქმედ გენმდივან მალხაზ ჯორბენაძეს - 48:47.
ვიცე-პრეზიდენტთა არჩევნებში ხმების უმრავლესობა თემურ ყაზარაშვილმა, დიმიტრი გელაშვილმა და ედიშერ მაჩაიძემ მიიღეს.
კურტანიძეს, ერთი ვიცე-პრეზიდენტის აღმასკომისთვის დასამტკიცებლად, მოგვიანებით წარდგენა შეეძლო, თუმცა მან ყრილობას კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
კურტანიძემ ორიდან ერთის ვინაობა 6 დეკემბერსვე გააცხადა - წლების განმავლობაში თბილისის სპორტის (და არა მხოლოდ) სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ კანკავა; მეორეს კი მოგვიანებით შეარჩევს. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ლომიძეც და გელაშვილიც მისი კანდიდატურები იყვნენ.
"ადრინდელი ხიდჩატეხილობა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ და თანაც, არა დაპირისპირებით, არა კამათით, არამედ - ერთად დგომით.
ჩვენ მოვდივართ არა ვინმესთან დაპირისპირების მიზნით, როგორც ეს აზრი მუსირებს, არამედ ჭიდაობის ოჯახის გასაერთიანებლად" - განაცხადა თავის გამოსვლაში კურტანიძემ და მერე გეწაძესაც მიმართა: "შედეგები რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც უკეთესი იქნებოდა, რომ არა ის ზეწოლა, რომლითაც ჩვენს მწვრთნელებსაც და თქვენც გაიძულებდნენ, უკვე აპრობირებული, მეცნიერულ-პრაქტიკულად დადასტურებული ბაზების ნაცვლად შეკრებები სხვაგან ჩაგეტარებინათ.
2003 წელს ასჯერ ნაკლები დაფინანსება გვქონდა, მაგრამ ორივე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, რაც უპრეცედენტოა ქართული ჭიდაობის ისტორიაში.
ადრე ბევრად მწირი დაფინანსებით იმიტომ ვაღწევდით წარმატებებს, რომ აპრობირებულ ბაზებს ვიყენებდით მოსამზადებლად. "შეცდომა უნდა დავინახოთ და არ უნდა გავიმეოროთ".
კურტანიძის წინასაარჩევნო დაპირებები ძირითადად ასე ჟღერდა: სახელმწიფოს დახმარებით დავიბრუნებთ დაკარგულ დარბაზებს; დიდი ჩემპიონები და მათი აღმზრდელი მწვრთნელები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ჭიდაობის განვითარების გრძელვადიან პროგრამაში, ხოლო ამის უკეთ კოორდინაციის მიზნით შეიქმნება "ჩემპიონთა კლუბი"; ჩატარდება სპორტსმენთა და მწვრთნელთა ზუსტი აღრიცხვა, რაც მათი რანგირების საშუალებას მოგვცემს; შეიქმნება ისეთი პირობები, რაც გაზრდის კონკურენციას მწვრთნელთა შორის; დღის წესრიგში დადგება მოქმედი თუ ვეტერენი სპორტსმენების, მწვრთნელების დაფასება; მუშაობის გაშლა რეგიონებში და ამ მიზნით რეგიონული ფედერაციების ჩამოყალიბება...
სწორედ ამ ბოლო პუნქტს გაუწევს კოორდინირებას ის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტი. კურტანიძისავე ინიციატივით, შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელსაც სათავეში სახელოვანი რომან რურუა ჩაუდგა.
კენჭისყრის შემდეგ კურტანიძემ მადლობა გადაუხადა მთელ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის და დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობისთვის, რომელიც გაისად, მარტში, თბილისში ჩატარდება.
ყრილობის დასრულების შემდეგ კომენტარი გეგა გეგეშიძესაც ვთხოვეთ, რომელმაც შემდეგი განაცხადა: "არჩევნების შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან კურტანიძის სახით ღირსეული კონკურენტი მყავდა. ვულოცავ მას და მჯერა, ღირსეულად გაუძღვება ფედერაციას.
თანამშრომლობას თუ შემომთავაზებს, უარს ნამდვილად არ ვეტყვი. ჩემთვის თვითმიზანი არ იყო, მაინცდამაინც პრეზიდენტი ვყოფილიყავი.
მთავარი ისაა, რომ ერთი გუნდი ვართ; აზრი, შეხედულება კი ყველას თავისი გააჩნია, რასაც პატივს ვცემ. ახლა მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდეთ კარგად, როგორც ეს ჩვენს სკოლას ეკადრება".
აღსანიშნავია, რომ კურტანიძე და გეგეშიძე სპორტსმენობისას ერთ წონაში - 96-ში გამოდიოდნენ და მათი მეგობრობა დღემდე გრძელდება.
ყრილობის დასრულების შემდეგ კურტანიძე კიდევ ერთ უშუალო კონკურენტს - ხალიჩაზე და ეროვნულ ნაკრებში, გიორგი გოგშელიძეს მიეფერა გულთბილად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"