ლუკა კურტანიძე: ად­რინ­დე­ლი ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა ერ­თად დგო­მით უნდა აღვადგინოთ

AutoSharing Option
ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებმა ხანგრძლივობის ყველა რეკორდი მოხსნა - ლამის 5 საათი გაგრძელდა.

სამაგიეროდ, დაძაბულობის მიუხედავად, ფრიად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ბუნებრივია, კამათიც იყო, მწვავე გამოსვლებიც, დავაც და აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ - მხოლოდ საქმიანი და ეს ყველაფერი ერთხელაც არ გასცდენია დასაშვებ ფარგლებს.

ამდენ ხანს გაგრძელებულ ყრილობაზე ერთი საჩხუბარი ეპიზოდი, ერთი შელაპარაკება და მით უფრო - გაწევ-გამოწევა არ ყოფილა. თვით ყველაზე მწვავე გამოსვლებშიც იგრძნობოდა პატივისცემა.

მო­ჭი­და­ვე­ებ­მა მარ­თ­ლაც ჯენ­ტ­ლ­მე­ნო­ბის მა­გა­ლი­თი მის­ცეს სხვებს. ყვე­ლა გა­მომ­ს­ვ­ლე­ლი - პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბო­და, ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის თუ გენ­მ­დივ­ნო­ბის, თა­ვის სიტყ­ვა­ში ხაზ­გას­მით
ამ­ბობ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ერ­თო ოჯა­ხის წევ­რე­ბად, მე­გობ­რე­ბად დარ­ჩე­ბოდ­ნენ და სა­ერ­თო საქ­მის სამ­სა­ხურს გა­აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ.

სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ყრი­ლო­ბამ არც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი კა­ხა გე­წა­ძე და­ი­ვიწყა და მა­საც სა­კად­რი­სი პა­ტი­ვი მი­ა­გო გა­კე­თე­ბუ­ლის­თ­ვის, თუმ­ცა გა­უ­კე­თე­ბე­ლის­თ­ვი­საც ბევ­რი კრი­ტი­კა და­ა­ტე­ხა თავს.

აწ უკ­ვე ექსპრე­ზი­დენტს ძი­უ­დოს მი­ერ წარ­თ­მე­უ­ლი დარ­ბა­ზე­ბის გა­მო ერ­გო კრი­ტი­კა. ყვე­ლა­ზე მწვა­ვე თე­მად იქ­ცა "ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი" - დიღ­მის დღე­ვან­დე­ლი ძი­უ­დოს აკა­დე­მია, რო­მელ­საც ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი გა­და­არ­ქ­ვეს, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "პეტ­რეს დარ­ბა­ზი" ყო­ფილ ორ­ჯო­ნი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე.

ეს იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხი აღ­მოჩ­ნ­და, რომ გე­წა­ძეს ლა­მის ყვე­ლა გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე წყალ­ში ჩა­უ­ყა­რეს.

მან კი არა­ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ ეს ბა­ზე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას ეკუთ­ვ­ნო­და და ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის მა­შინ­დელ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა­მაც მათ­თან შე­თან­ხ­მე­ბით გა­და­ი­ბა­რა ის დარ­ბა­ზე­ბი.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნა, რომ ძი­უ­დო­ის­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას მო­ე­რიდ­ნენ, თუმ­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლი გვარ-სა­ხე­ლე­ბი დე­ლე­გა­ტებ­მა ვერ და­ა­სა­ხე­ლე­ბი­ნეს.

გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­კითხი არ­ჩევ­ნე­ბი იყო: ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის და ევ­რო­პის ხუთ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი, ორ­გ­ზის ოლიმ­პი­უ­რი პრი­ზი­ო­რი ლუ­კა კურ­ტა­ნი­ძე გახ­და.

მას 103 დე­ლე­გა­ტი­დან მხა­რი 58-მა და­უ­ჭი­რა, ხო­ლო გე­გა გე­გე­ში­ძეს - 45-მა. ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი გი­ორ­გი ლო­მი­ძე გახ­და, რო­მელ­მაც ერ­თი ხმით მო­უ­გო მოქ­მედ გენ­მ­დი­ვან მალ­ხაზ ჯორ­ბე­ნა­ძეს - 48:47.

ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­თა არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თე­მურ ყა­ზა­რაშ­ვილ­მა, დი­მიტ­რი გე­ლაშ­ვილ­მა და ედი­შერ მა­ჩა­ი­ძემ მი­ი­ღეს.

კურ­ტა­ნი­ძეს, ერ­თი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის აღ­მას­კო­მის­თ­ვის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წარ­დ­გე­ნა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა მან ყრი­ლო­ბას კი­დევ ერ­თი ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის და­მა­ტე­ბა სთხო­ვა, რა­ზეც თან­ხ­მო­ბა მი­ი­ღო.

კურ­ტა­ნი­ძემ ორი­დან ერ­თის ვი­ნა­ო­ბა 6 დეკემბერსვე გა­აცხა­და - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სპორ­ტის (და არა მხო­ლოდ) სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვლა­დი­მერ კან­კა­ვა; მე­ო­რეს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­არ­ჩევს. ბა­რემ აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ლო­მი­ძეც და გე­ლაშ­ვი­ლიც მი­სი კან­დი­და­ტუ­რე­ბი იყ­ვ­ნენ.

"ად­რინ­დე­ლი ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვად­გი­ნოთ და თა­ნაც, არა და­პი­რის­პი­რე­ბით, არა კა­მა­თით, არა­მედ - ერ­თად დგო­მით.

ჩვენ მოვ­დი­ვართ არა ვინ­მეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბის მიზ­ნით, რო­გორც ეს აზ­რი მუ­სი­რებს, არა­მედ ჭი­და­ო­ბის ოჯა­ხის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად"
- გა­ნაცხა­და თა­ვის გა­მოს­ვ­ლა­ში კურ­ტა­ნი­ძემ და მე­რე გე­წა­ძე­საც მი­მარ­თა: "შე­დე­გე­ბი რა­ო­დე­ნობ­რი­ვა­დაც და ხა­რის­ხობ­რი­ვა­დაც უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ის ზე­წო­ლა, რომ­ლი­თაც ჩვენს მწვრთნე­ლებ­საც და თქვენც გა­ი­ძუ­ლებ­დ­ნენ, უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, მეც­ნი­ე­რულ-პრაქ­ტი­კუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ბა­ზე­ბის ნაც­ვლად შეკ­რე­ბე­ბი სხვა­გან ჩა­გე­ტა­რე­ბი­ნათ.

2003 წელს ას­ჯერ ნაკ­ლე­ბი და­ფი­ნან­სე­ბა გვქონ­და, მაგ­რამ ორი­ვე ნაკ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხ­დით, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

ად­რე ბევ­რად მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბით იმი­ტომ ვაღ­წევ­დით წარ­მა­ტე­ბებს, რომ აპ­რო­ბი­რე­ბულ ბა­ზებს ვი­ყე­ნებ­დით მო­სამ­ზა­დებ­ლად. "შეც­დო­მა უნ­და და­ვი­ნა­ხოთ და არ უნ­და გა­ვი­მე­ო­როთ".


კურ­ტა­ნი­ძის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი ძი­­რი­თა­დად ასე ჟღერ­და: სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბით და­ვიბ­რუ­ნებთ და­კარ­გულ დარ­ბა­ზებს; დი­დი ჩემ­პი­ო­ნე­ბი და მა­თი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი მწვრთნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბი­ან ჩარ­თულ­ნი ჭი­და­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ან პროგ­რა­მა­ში, ხო­ლო ამის უკეთ კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მიზ­ნით შე­იქ­მ­ნე­ბა "ჩემ­პი­ონ­თა კლუ­ბი"; ჩა­ტარ­დე­ბა სპორ­ტ­ს­მენ­თა და მწვრთნელ­თა ზუს­ტი აღ­რიცხ­ვა, რაც მა­თი რან­გი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს; შე­იქ­მ­ნე­ბა ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რაც გაზ­რ­დის კონ­კუ­რენ­ცი­ას მწვრთნელ­თა შო­რის; დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა მო­ქმე­დი თუ ვე­ტე­რე­ნი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბის, მწვ­რთნე­ლე­ბის და­ფას­ე­ბა; მუ­შა­ო­ბის გაშ­ლა რე­გი­ო­ნებ­ში და ამ მიზ­ნით რე­გი­ო­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა...

სწო­რედ ამ ბო­ლო პუნქტს გა­უ­წევს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ის მე­ხუ­თე ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი. კურ­ტა­ნი­ძი­სა­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით, შე­იქ­მ­ნა მრჩე­ველ­თა საბ­ჭო, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში სა­ხე­ლო­ვა­ნი რო­მან რუ­რუა ჩა­უდ­გა.

კენ­ჭის­ყ­რის შემ­დეგ კურ­ტა­ნი­ძემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თ­ვის და დაგ­ვ­პირ­და, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ღირ­სე­უ­ლად მა­ს­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც გა­ი­სად, მარ­ტ­ში, თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გე­გა გე­გე­ში­ძე­საც ვთხო­ვეთ, რო­მელ­მაც შემ­დე­გი გა­ნაცხა­და: "არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, რად­გან კურ­ტა­ნი­ძის სა­ხით ღირ­სე­უ­ლი კონ­კუ­რენ­ტი მყავ­და. ვუ­ლო­ცავ მას და მჯე­რა, ღირ­სე­უ­ლად გა­უძღ­ვე­ბა ფე­დე­რა­ცი­ას.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას თუ შე­მომ­თა­ვა­ზებს, უარს ნამ­დ­ვი­ლად არ ვეტყ­ვი. ჩემ­თ­ვის თვით­მი­ზა­ნი არ იყო, მა­ინც­და­მა­ინც პრე­ზი­დენ­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

მთა­ვა­რი ისაა, რომ ერ­თი გუნ­დი ვართ; აზ­რი, შე­ხე­დუ­ლე­ბა კი ყვე­ლას თა­ვი­სი გა­აჩ­ნია, რა­საც პა­ტივს ვცემ. ახ­ლა მთა­ვა­რია, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მო­ვი­დეთ კარ­გად, რო­გორც ეს ჩვენს სკო­ლას ეკად­რე­ბა".


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კურ­ტა­ნი­ძე და გე­გე­ში­ძე სპორ­ტ­ს­მე­ნო­ბი­სას ერთ წო­ნა­ში - 96-ში გა­მო­დი­ოდ­ნენ და მა­თი მე­გობ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ყრი­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კურ­ტა­ნი­ძე კი­დევ ერთ უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენტს - ხა­ლი­ჩა­ზე და ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში, გი­ორ­გი გოგ­შე­ლი­ძეს მი­ე­ფე­რა გულ­თ­ბი­ლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბერობასა და ვითომპატრიოტობას ამოფარებული ბოღიანი ადამიანი
0
მანამ იბრძოლე სანამ არ დაირტყი თანამდებობა ხოო
0

სიახლეები პოპულარული