მოგეხსენებათ, ამ რანგის პირველი შეჯიბრება რუსეთმა ლამის დაისაკუთრა - უკვე წლებია, იანვარში კრასნოიარსკში იმართება და ივან იარიგინის სახელს ატარებს.
წინა წლებში ჩვენებს იქ ხელისუფლება არ უშვებდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო. ახლა ქართულ სპორტს მსგავსი ტაბუ მოეხსნა, მაგრამ წლეულს იქ წასვლა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა - იცით, რომ ფედერაციის ვადამდელი არჩევნები გაჭიანურდა, რამაც ბიუჯეტისა თუ კალენდრის დამტკიცებაზე, აგრეთვე,
ამდენად, ჩვენი "თავისუფლებისთვის" ეს ტურნირი "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში მოხვედრის ბოლო შანსია, რადგან იქ მონაწილეობის უფლება სწორედ ამგვარ შეჯიბრებებში გამოსვლით უნდა მოიპოვო. ეს კი ამ რანგის ბოლო ტურნირია.
შანსის გამოსაყენებლად, რაც მსოფლიოსთვის მზადების ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპიცაა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა იტალიაში უძლიერესი შემადგენლობა წაიყვანა: გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), მალხაზ ზარქუა (66), დავით მარსაგიშვილი (84), დავით ქერაშვილი (96) და გიორგი საკანდელიძე (120).
ოღონდ არაა გამორიცხული (პირიქით - უფრო მოსალოდნელია), რომ ედიშერაშვილმა და მარსაგიშვილმა ამჯერად წონა არ დაიკლონ და ზედა წონებში იჭიდაონ.
საქმე ისაა, რომ ივნისის ბოლოს მათ საქართველოს თასიც ელოდებათ, რომელიც ჩვენებისთვის მსოფლიოს პირველობისთვის მთავარი შესარჩევი ტურნირია, სადაც თავის წონაში უნდა დადგნენ. დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ორჯერ დაკლება კი დაანგრევს ორგანიზმს.
როგორც ვხედავთ, მონაწილე არ გვყავს 74 კილოგრამში - ამ წონის ლიდერი დავით ხუციშვილი გერმანიაში მხარზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ კვლავაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
აღსანიშნავია შემადგენლობაში ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე მალხაზ ზარქუას გამოჩენაც, რომელსაც ლონდონის შემდეგ არ უჭიდავია და მარტში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"