მოლოდინისამებრ, კონტინენტის ჩემპიონი გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი ხაშურელი დავით ბუზიაშვილი (66) და თბილისელი ლაშა გიგაშვილი (74) გავიდნენ.
სხვა ტურნირების მსგავსად, პეტრიაშვილი სკოპიეშიც შეუჩერებელი იყო და ოთხივე პაექრობა სუფთად მოიგო.
პირველ წრეში ბერძენ ატამპატზაკის ხატალამპოსს სულ რაღაც 30 წამში მოუგო 8:0, სომეხ ჰამლეტ აბრაჰამიანს 7:0 სძლია, ნახევარფინალში აზერბაიჯანელთა ევროპის შარშანდელ ჩემპიონსა და მსოფლიოს მესამე პრიზიორ ალი მაგომედდაბიროვს 8:0-ზე მოგებით კონტინენტის
ჭაბუკებში ევროპის პრიზიორი ბუზიაშვილი ბელარუს ანდრეი კაპრაჩთან მოგების შემდეგ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტ ჰაჯიმურატ ომაროვთან ორ პერიოდში 3:11 დამარცხდა, სანუგეშოში კი ფრანგ იუსტ ბურთან წმინდად, ხოლო გერმანელ კევინ კრისტოფერ ჰენკელთან ქულებით იმარჯვა.
ჭაბუკებში ევროპის კიდევ ერთმა პრიზიორმა გიგაშვილმა ნახევარფინალამდე წარმატებით გაიარა გზა - უკრაინელი დმიტრი ტკაჩენკო და ბულგარელი ჰუსეინ ახმედი დაჰაბნა, იქ კი რუსთა მომავალ ჩემპიონ ჰაბიბ ბატიროვთან წააგო. სანუგეშოს ფინალში ებრაელ ჰამონ რაჩამის 6:6-ზე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ბრინჯაოსთვის როლანდ ანდრიაძემაც (96) იჭიდავა, მაგრამ სომხეთის სახელით მოასპარეზე თანამემამულე ვალერი ყაზიშვილთან წააგო და მეხუთეზე დარჩა. ამ წონაში ვიცე-ჩემპიონი კიდევ ერთი ქართველი, მურაზ მჭედლიძე გახდა უკრაინიდან.
სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრები - ნიკა ტატუაშვილი (50), ბექა ბუჯიაშვილი (55), შოთა ფარტენაძე (60) და ლევან გოგრიჭიანი (84) ადრევე გავარდნენ.
ასევე იხილეთ:
ახალგაზრა ქართველი "თავისუფლები" სკოპიეს ტურნირზე იასპარეზებენ