გენო პეტრიაშვილის ბრინჯაო: პირველი მედალი ბუდაპეშტში

AutoSharing Option
ჩვენთვის დიდად წარმატებული არც მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე გამოდგა, თუმცა ბრინჯაო მაინც მოვიპოვეთ. ლეიბზე გასული ფავორიტთა ტრიოდან წარმატებით მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა იჭიდავა და მძიმე წონაში ბრინჯაოს დაეუფლა.

მიმდინარე სეზონში ეს მისთვის ამ სინჯის მეორე მედალია - მარტში, თბილისში გამართულ ევროპის პირველობაზეც მესამე იყო.

ამჯერად შეიძლებოდა, პეტრიაშვილს უკეთესი სინჯის მედალიც მოეპოვებინა, მაგრამ ორი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში რუს ჰაჯიმურატ გაცალოვთან წააგო. არადა, 3:0-ს იგებდა და ფინალი სულ ახლოს იყო, თუმცა გამოუცდელობამ თავისი როლი ითამაშა... სამაგიეროდ, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩინელი ჟივეი დენგი
პირწმინდად დაჯაბნა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) ორი მოგების შემდეგ მეოთხედფინალში დამარცხდა მონღოლ ნიამ-ოშირ ენკსაიკანთან.

დავით მარსაგიშვილმა (84) ასევე ორი წრის გავლის შემდეგ ირანელ ოლიმპიურ პრიზიორ ეხსან ლაშგარისთან წააგო. სამწუხაროდ, ჩვენებურებს სანუგეშოში გადასვლის საშუალება არ მიეცათ, რაკი მათი მძლეველები ფინალში ვერ გავიდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული