დავით მარსაგიშვილმა ყაზახეთში გაიმარჯვა

AutoSharing Option
25 ოქტომბერს ყაზახეთის ქალაქ თარაზში დაიწყო კუნაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც 5 ქართველიც მონაწილეობს.

პირველივე დღეს ერთი მათგანი - დავით მარსაგიშვილი (84) ჩემპიონი გახდა.

პირველ შეხვედრაში მან მასპინძელი ნურლან ტურგანბაევი დაამარცხა სუფთად, მერე ისევ ადგილობრივ იბეკ კასუმოვს სძლია ასევე წმინდად, ოღონდ ქულებით - 8:0, ნახევარფინალში კანადელ ტამერლან ტაგზიევს აჯობა, ფინალში კი ისევ ყაზახი ისალმ აზიზოვი დაამარცხა.

გიორგი ედიშერაშვილმა (55) მონღოლ ბეხბაიარ ერდემებატთან წააგო. გიორგი ლობჟანიძემ (66) ყირგიზ მეტოქეს კი აჯობა, მაგრამ რუს ალექსანდრ ზახარუშკინთან დამარცხდა.

26 ოქტობერს ტურნირში
იაკობ მაქარაშვილი (74) და ოთარ გუსოშვილი (100) იჭიდავებენ.

აქვე სეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე ქართველ "თავისუფალთა“ ტრიო გროზნოში, რამზან კადიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირში იჭიდავებს: მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი (ორივე - 60), დავით მოძმანაშვილი (120).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული