პირველივე დღეს ერთი მათგანი - დავით მარსაგიშვილი (84) ჩემპიონი გახდა.
პირველ შეხვედრაში მან მასპინძელი ნურლან ტურგანბაევი დაამარცხა სუფთად, მერე ისევ ადგილობრივ იბეკ კასუმოვს სძლია ასევე წმინდად, ოღონდ ქულებით - 8:0, ნახევარფინალში კანადელ ტამერლან ტაგზიევს აჯობა, ფინალში კი ისევ ყაზახი ისალმ აზიზოვი დაამარცხა.
გიორგი ედიშერაშვილმა (55) მონღოლ ბეხბაიარ ერდემებატთან წააგო. გიორგი ლობჟანიძემ (66) ყირგიზ მეტოქეს კი აჯობა, მაგრამ რუს ალექსანდრ ზახარუშკინთან დამარცხდა.
26 ოქტობერს ტურნირში
აქვე სეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე ქართველ "თავისუფალთა“ ტრიო გროზნოში, რამზან კადიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირში იჭიდავებს: მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი (ორივე - 60), დავით მოძმანაშვილი (120).