ყაზახეთში ომარ გუსოშვილმა ოქრო, იაკობ მაქარაშვილმა კი ვერცხლი მოიპოვა

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, ყაზახურ თარაზში დასრულებულ კუნაევის საერთაშორისო ტურნირში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თითო ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს.

ჩემპიონი ამჯერად ომარ გუსოშვილი (100) გახდა, ფინალი კი იაკობ მაქარაშვილმა (74) დათმო. ამდენად, ყაზახეთში გამოსვლა ჩვენმა არასრულმა გუნდმა 4 მედლით დაასრულა - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.

დასახელებულთა გარდა, პირველ დღეს დავით მარსაგიშვილმა (84) გაიმარჯვა, გიორგი ედიშერაშვილი (55) კი მესამეზე გავიდა.

გუსოშვილმა თარაზში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა - მასპინძელთან. თან ყველასთან დიდი უპირატესობით იმარჯვა: თავიდან ჯუმაგალი მამუტოვს ორი პერიოდის ჯამში 8:3 აჯობა, დუმან ბულტრიკოვს
10:2 მოუგო, ნახევარფინალში იერალი აბრაშევს 7:0 სძლია, ფინალში კი ალიხან ჯუმაევი 8:5 დაამარცხა.

მასპინძლებთან ჩაატარა ოთხივე შეხვედრა იაკობაშვილმაც, თუმცა ერთში დამარცხდა: ზიგერ ზაკიროვს 11:4 სძლია, ასლან აზიზოვი 8:0 დაამარცხა, ამანსენ ბაკიკხანს - 11:2, ფინალში კი აკჟურეკ ტანატაროვთან 0:7 წააგო.

ამავე წონაში მესამეზე გავიდა ყაზახთა სახელით მოჭიდავე ცოტნე ბარამიძე.

შაბათსვე ტურნირზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც (60) იჭიდავა, რომელმაც მასპინძელ ტიმურ შანბაევს 7:0 მოუგო, რუს ბათო ბადმაევს 4:2 სძლია, მერე კი მეორე მასპინძელ საიატბეკ ოკასოვთან 0:9 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ამ წონაში რუსთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვიქტორ ლებედევმა გაიმარჯვა, ვინც საბოლოოდ გადმოვიდა ახალ წონაში და თან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად იჭიდავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული