ჩემპიონი ამჯერად ომარ გუსოშვილი (100) გახდა, ფინალი კი იაკობ მაქარაშვილმა (74) დათმო. ამდენად, ყაზახეთში გამოსვლა ჩვენმა არასრულმა გუნდმა 4 მედლით დაასრულა - 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო.
დასახელებულთა გარდა, პირველ დღეს დავით მარსაგიშვილმა (84) გაიმარჯვა, გიორგი ედიშერაშვილი (55) კი მესამეზე გავიდა.
გუსოშვილმა თარაზში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ყველა - მასპინძელთან. თან ყველასთან დიდი უპირატესობით იმარჯვა: თავიდან ჯუმაგალი მამუტოვს ორი პერიოდის ჯამში 8:3 აჯობა, დუმან ბულტრიკოვს
მასპინძლებთან ჩაატარა ოთხივე შეხვედრა იაკობაშვილმაც, თუმცა ერთში დამარცხდა: ზიგერ ზაკიროვს 11:4 სძლია, ასლან აზიზოვი 8:0 დაამარცხა, ამანსენ ბაკიკხანს - 11:2, ფინალში კი აკჟურეკ ტანატაროვთან 0:7 წააგო.
ამავე წონაში მესამეზე გავიდა ყაზახთა სახელით მოჭიდავე ცოტნე ბარამიძე.
შაბათსვე ტურნირზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც (60) იჭიდავა, რომელმაც მასპინძელ ტიმურ შანბაევს 7:0 მოუგო, რუს ბათო ბადმაევს 4:2 სძლია, მერე კი მეორე მასპინძელ საიატბეკ ოკასოვთან 0:9 წააგო.
აღსანიშნავია, რომ ამ წონაში რუსთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ვიქტორ ლებედევმა გაიმარჯვა, ვინც საბოლოოდ გადმოვიდა ახალ წონაში და თან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად იჭიდავა.