ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მეტოქე ბესიკ კუდუხოვი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

AutoSharing Option
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი ბესიკ კუდუხოვი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ტრაგედია არმავირის ფედერალურ გზატკეცილზე მოხდა - ვლადიკავკაზიდან კრასნოდარისკენ მიმავალი მოჭიდავის ავტომობილი სატვირთო შეეჯახა.

27 წლის ოსი მოჭიდავე, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის უსიამოვნოდ მოსაგონარი მეტოქე იყო - სომხეთში წელს გამართულ, სარქისიანის სახელობის ტურნირზე ორთაბრძოლისას კუდუხოვმა ქართველ ფალავანს ისე უკბინა, იარიდან სისხლი სდიოდა...

ასევე იხილეთ:
დავით პოღოსიანი: კუდუხოვმა ხინჩეგაშვილს ისე უკბინა, სისხლი სდიოდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღაც პატივისცემის გამოხატვა მინდოდა ასეთი ტიტულოვანი სპორტსმენისთვის, მაგრამ სომხეთში ჩადენილმა საქციელმა სულ გამიქრო ამის სურვილი.
Lasha
19:54 29-12-2013
0
გარდაცვლილზე აუგს არ ამბობენო...
მაგრამ ჩვენს ჟურნალისტუკებს სამწუხაროდ აღარ აქვთ ამდენო ზნეობა.
მეტოქე იყო ბოლობოლო მოსისხლე მტერი ხო არა
ემიგრანტი
20:14 29-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული