კონტინენტის საგაისო პირველობისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სწორედ მერვე წევრის გამოსავლენად ვაკეში, ფალავანთა კლუბში, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორები.
ქვეყნის ჩემპიონობისთვის 15 ფალავანი იბრძოდა. ნახევარფინალში ქუთაისელმა გიორგი ცუცქირიძემ ყვარელელ ზურაბ იაკობაშვილს აჯობა, ხოლო ბოლნისელმა დიმიტრი ბასილაშვილმა ხონელი დათო ეზეიშვილი დაამარცხა.
გადამწყვეტი პაექრობა ბასილაშვილის უპირატესობით წარიმართა. ორთაბრძოლის დამთავრებამდე 50 წამით ადრე იგი შეხვედრას 8:2-ით იგებდა, როცა
ამდენად, 70 კილოში საქართველოს პირველი ჩემპიონი გახდა დიმიტრი ბასილაშვილი, ვერცხლის მედალი გიორგი ცუცქირიძეს ხვდა, ხოლო ზურაბ იაკობაშვილი და საგარეჯოელი თორნიკე როსტიაშვილი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.
რევაზ მინდორაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ეროვნული ჩემპიონატი დეკემბრის დასაწყისში ჩავატარეთ და გამარჯვებულები შვიდ წონაში გამოვავლინეთ. ამ დღეებში, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2014 წელს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან 57, 61, 65, 70, 74, 86, 98 და 125 კილოში. ამიტომ ეროვნული ნაკრების მერვე წევრი გამოსავლენი გვყავდა 70 კილოში.
დღევანდელი ორთაბრძოლების შემდეგ ჩვენი რიგები დიმიტრი ბასილაშვილმა შეავსო. საგულისხმოა ისიც, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეებს 66 წარმომადგენელი ეყოლებათ 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოში. ასე რომ, საზრუნავი და თავსატეხი მოგვემატა, მაგრამ წარმატებების მისაღწევად არაფერს დავიშურებთ...
ფალავანთა კლუბში 4-5 იანვარს "კლასიკოსები" გამოავლენენ საქართველოს ჩემპიონებს ახალ წონებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"