ჭაბუკმა ქართველმა "თავისუფლებმა" ბაქოს ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
თავისუფალ სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკებმა სამი მედლით დაასრულეს გამოსვლა ბაქოში, მუშვიგ ისაევის ხსოვნის XVII მემორიალში.

მათი მონაგარი 1 ოქრო და 2 ბრინჯაოა. ამ ტრადიციული შეჯიბრების ჩემპიონი, რომელშიც ჩვენები ასევე ტრადიციულად გამოდიან, კვლავაც მძიმეწონოსანი გივი მაჭარაშვილი (100) გახდა, მესამე საპრიზო ადგილზე კი ამავე წონაში ჯონი პეტრიაშვილი და ზაურ ბერაძე (85) გავიდნენ.

ამათგან ყველაზე დაძაბული კონკურენცია 85 კილოგრამშია, სადაც ბერაძეს თანაბარძალოვან კონკურენციას მოგელი მეზვრიშვილი უწევს. ამჯერად ბერაძემ კი იმარჯვა, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას... მით უფრო, წინ საქართველოს ჩემპიონატია - თებერვლის ბოლოს ტარდება,
რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა.

სამწუხაროდ, ამჯერად უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გუნდის სხვა ლიდერები, თანატოლებში ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორები ალექსანდრე კილაძე (50) და შმაგი თოდუა (58), რომლებმაც ამჯერად ორ-ორი წონით ზევით აინაცვლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული