გენო პეტრიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონის მედალიც ჩამოართვეს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსან (120 კგ) გენო პეტრიაშვილს დოპინგ-ტესტის ჩაფლავების გამო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

ამის შესახებ კანადის ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება.

საქმე იმაშია, რომ ზაფხულში ზაგრებში, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პეტრიაშვილმა ფინალში კანადელი მოჭიდავე ამარ დესი დაამარცხა. კანადის ჭიდაობის ფედერაციას ფილამ შეატყობინა, რომ პეტრიაშვილს მსოფლიოს ჩემპიონის მედალი ჩამოერთვა და ის კანადელთა ფალავანს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში გამართული პირველობის შემდეგ გენო პეტრიაშვილმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო, რისთვისაც 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ახლა ამას მედლის ჩამორთმევაც მოჰყვა.

ასევე იხილეთ:
გენო პეტრიაშვილი დოპინგზე ჩავარდა, მაგრამ გადარჩა

მკითხველის კომენტარები / 7 /
გუნდის ექიმები უნდა გააბუნძულო გარეთ. ეს უპირველესად მათი ბრალია. გასაკვირი ისაა, თუ რატომ არ სჯიან ექიმებს, ჩვენი ფედერაცია მაინც.
kako
27 ნოემბერი 2014 09:44
0
გიზო-ს. ქართველებს მაგრად გვიჭირს აზროვნებაში.
koki
27 ნოემბერი 2014 09:41
0
ეს სპრტული მაფიის ბრალია, კანადის ფედერციამ გენოს გამარჟვება ვერ აიტანა
გიზო
27 ნოემბერი 2014 01:24
0
გენოს მთელი დანაშაული ის არის,რომ წინასწარ არ ჩაწერა,რა წამლსაც სვამდა,თორემ აკრძალული არაფერი მიუღია.ეგ გუნდის ექიმის ბრალია და არა გენოსი.
ადამიანი
26 ნოემბერი 2014 23:48
0
მადლობა ღმერთს დისკვალიფიკაცია ხანგრძლივი არაა. გენო უძლიერესი მოჭიდავეა და იმედია კიდევ ბევრჯერ გვასახელებს.
ფერნანდო
26 ნოემბერი 2014 23:33
0
გენო, მაინც მგონია რომ დიდი მომავალი გაქვს. შეცდომები აღარ დაუშვა, თავდაუზოგავად ივარჯიშე და გამარჯვებებიც არ დააყოვნებს. გგულშემატკივრობთ.
სიმონი
26 ნოემბერი 2014 23:11
0
ისიც(მედალი) დავკარგეო.სურამელი იაკოფაც მომკვდარაო.არც ატმიკურკიტოლას(მედალს) მოგცემთ და არც ჭერმიკურკიტოლასო.თვითონაც დალიოს და დამეჭიდოს მემრეოოოო.
kola
26 ნოემბერი 2014 17:57
0

სიახლეები პოპულარული