პრეზიდიუმის სხდომას, საერთო ჯამში, 33 დელეგატი ესწრებოდა, შედგა კვორუმი და პრეზიდიუმმა ლუკა კურტანიძეს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა. 33 დელეგატიდან კურტანიძის პოსტზე დარჩენას მხარი 4-მა დელეგატმა დაუჭირა.
გარდა ამისა, პრეზიდიუმმა უარყო კურტანიძის ორივე შეთავაზება, რომელიც ითვალისწინებდა მისი უფლებამოსილების გადაბარებას ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძისთვის და საანგარიშო სხდომის 26 თებერვალს დანიშვნას.
სპორტის სამინისტროს განმარტებით, ედიშერ მაჩაიძისთვის უფლებამოსილების გადაბარება გამორიცხულია, რადგან წესდება ამგვარ ფორმულირებას არ ითვალისწინებს.
სხდომაზე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის თარიღად 26
პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის სავარაუდო ვადა 5-20 დეკემბერი იქნება.
ასევე იხილეთ:
ლუკა კურტანიძე: ქართველთა ცილისწამებამ, გაუნათლებლობამ და უმადურობამ!