ლუკა კურტანიძე: ქართველთა ცილისწამებამ, გაუტანლობამ და უმადურობამ!

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც უფლებამოსილების ვიცე-პრეზიდენტისთვის, ედიშერ მაჩაიძისთვის გადაბარების შესახებ გამოაცხადა.


მანამდე კურტანიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

დამღალა, მაგრამ ვერ გამტეხა!! რადგან არიან მართალნი... რაოდენობით ცოტანი მაგრამ არიან!... და მათვის სიცოცხლის გაწირვაც ალალია რადგან სამშობლოს რჩეულნი არიან!!!

ქართველთა გაუტანლობამ, ცილისწამებამ და უმადურობამ! დათასი არ იყოს ვისაც ვაჭამე, ჩავაცვი, დავახურე, თანამდებობეზე დავნიშნე და ამ შესაძლებლობებით პირდაპირი გაგებით ათიათასობით პრემიებს ირგებენ უამრავნი, რაც ძალიან
მიხარია, რადგან შრომა როგორც არასდროს დაუფასდათ და ეს ჩემი წარმატებაა...

მიხაროდა და ეს სიხარული დამცირების ტალღად მიქციეს. უანგაროდ ეს ორი წელი ვემსახურე, როცა მათი პირობების სიკეთეზე ვმოგზაურობდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გზად დაღლილს მანქანაში უამრავჯერ ჩამძინებია და ასე ამ ხალხს როგორც გმირებს ისე მივმართავდი... და რა?

დამცირება, შეურაცხყოფა. გაუგონარი ლანძღვა... ისევ ამ ხალხისგან რატომ? რისთვის?! მე ხო სიცოცხლის ფასად ვიბრძოდი თქვენი ღირსებთსვის, ნუთუ დამივიწყეთ? მე ხო არფერს ვითხოვდი თქვენგან? და თუ ვითხოვდი და მოვითხოვდი დაუნდობელი ბრძოლით ეს იყო მართალი საქართველო თქვენთვის...

ეს არ არის ის საქართველო...! მაპატიეთ ეს ჩემი ბოდვა.. მაგარმ ალბათ ღირს დაფიქრება... ყველაზე დიდი თანამდებობა მართალი კაცობაა! ეს საზომი კი ყველას თავისი აქვს!
მკითხველის კომენტარები / 10 /
კურტანიძე აფხაზეთში ბრძოლობდა და ისინი ვინც ამას ვერ ხედავს ის არ არი მართალი კაცი, კურტანიძე სულით და გულით პატრიოტია და დიდი მოჭიდავე, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ ვინც მიდიხართ მის წინააღმდეგ.
0
ლუკა ბატონო, ისევ ფარისევლობა და ტყუილი. არანაირი სინანული. სააკაშვილისგან ნასწავლი გაიძვერობა. ახლა ცდილობ - უსამართლოდ დაჩაგრულის მანტია მოირგო. როცა ჭიდაობის ფედერაციას საკუთრებასავით მოიხმარდი და სხვისი, არანაკლებ ცნობილი ადამიანების ღირსებას ფეხქვეშ თელავდი, მიშასავით როცა ჩარეცხე ყველა, მაშინ არ გესმოდა მათი ტკივილი. ეხლა შენი გინდა გავიგოთ? ვინც არ გიცნობს შეიძლება გაიგოს კიდეც, მაგრამ ვინც გაგიცნო, ისინი ვერ გაგიგებთ, სანამ რეალურ სინანულს არ დავინახავთ შენს სიტყვებში. ამის შანსი კიდევ გაქვს, თუ რა თქმა უნდა სურვილი გაგიჩნდება.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული