რომან რურუამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. მოგეხსენებათ, საანგარიშო ყრილობა 26 დეკემბერს ჩატარდება, სადაც, პარალელურად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება.

ფედერაციამ საპრეზიდენტო კამპანია 5 დეკემბერს გახსნილად გამოაცხადა, განაცხადების მიღება კი 20 დეკემბერს შეწყდება.

საარჩევნო კამპანია ახალი გახსნილია და ჯერჯერობით საპრეზიდენტო პოსტის დაკავების მსურველთა სიმცირეა - განცხადება მხოლოდ მსოფლიოს 4-გზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ შეიტანა, რომელიც დღეისათვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

სხვებს სურვილი ჯერ ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მსურველი არც ისე ბევრია. ამ პოსტის
დაკავებაზე თანხმობა მხოლოდ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ გამოთქვა, თუმცა ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფისთვის განცხადებით ჯერ არც მას მიუმართავს. არ გამოვრიცხავთ, იყვნენ სხვა მსურველებიც და 20 დეკემბრამდე პრეტენდენტთა სია კიდევ გაიზარდოს.

ამასობაში გადაიდო საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 15-16 დეკემბერს იყო დაგეგმილი.

სავარაუდოდ, ის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გაიმართება. საერთოდ, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ნაკრებებში ყველანაირი აქტიურობა გამორიცხულია და ჩვენს გუნდებს პაუზა აქვთ აღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
თავისი ინტერესები რურუამ იმთავითვე დააფიქსირა. გინდათ დავაანონსო რა მოხდება? რურუა კვირკველიას კანდიდატურას "მოტეხავს" - იმიტომ რომ ის ვინც კვირკველიას მართავდა ახლა უკვე პამპერსით ზის. რურუას ვინ მარტავს, სტატიის ავტორმა ყაზარაშვილს კითხოს მაგან იცის დეტალები - თავდა დაბრძანდება ხოლმე კონსულტაციების მისაღებად
esaa chemi komentari
11:39 11-12-2014
0
ასპროცენტიანი ხარ კოხორა. მოჭიდავეებად ეგენი არცერთი არ ვარგიან და დააწყებინებს ახლა რურუა კერვას. გაფართოება დომებია თავისი ფაბრიკის ჰა ჰა ჰა ჰა. ჭრა და კერვა კი იცის კარგად და აათვისებინებს ახლა ამათაც
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული