მას განცხადება ჯერ არ შეუტანია - საჭიდაო წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, ამას დღეს გააკეთებს, თუმცა პარლამენტარმა პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი შაბათს, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში დაადასტურა. მისი კანდიდატურა საჭიდაო წრეებში აქამდეც ინტენსიურად განიხილებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციაში რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება, პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილი კი აქამდე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ გამოთქვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური