ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მანუჩარ კვირკველია და ვალერი გელაშვილი იბრძოლებენ

AutoSharing Option
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი, ვეტერანი მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია და პარლამენტის დეპუტატი ვალერი გელაშვილი იბრძოლებენ.

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მაკასარაშვილმა საკუთარი კანდიდატურა დღეს, 26 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე მოხსნა. მას ამის მიზეზი არ დაუკონკრეტებია და არც ის თქვა, ვის სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

გიორგი მაკასარაშვილის გარდა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა რომან რურუამ.

ორი კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ფედერაციის დელეგატთა ნაწილი ხმაურით შეხვდა, თუმცა, როგორც ყრილობაზე დამსწრე იურისტმა განმარტა, რომან რურუას და გიორგი მაკასარაშვილს საკუთარი კანდიდატურების მოხსნის
სრული უფლება ჰქონდათ.

კენჭისყრა ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის გამოსავლენად ყრილობის შემდეგ დაიწყება. ამ დროისთვის ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს საკუთარ საარჩევნო პროგრამას კიდევ ერთხელ აცნობს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: მანუჩარ კვირკველია და ვალერი გელაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:
ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები ხმაურით მიმდინარეობს
მკითხველის კომენტარები / 3 /
აირჩევენ გელაშვილს და ამიტ კიდევ ერთხელ დამტკიცდება რომ წინა მთავრობის მსგავსად ეს მთავრობაც აგრძელებს თავისი ფაორიტების დასმას სპორტსში და რომ რეალურად არაფერი შეცვლილა ქვეყანაში.
mamulo
18:34 26-12-2014
0
მოიგო მანუჩარამ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული