ქართველმა მოჭიდავეებმა ირანში ტახტის თასზე 4-4 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებით დაასრულეს გამოსვლა ირანულ კერმანშაჰში, ტახტის თასზე, სადაც ჩვენმა ორივე ნაკრებმა 4-4 მედალი მოიპოვა. ამათგან თითო-თითო ოქროა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს, ამდენივე ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, "ბერძენ-რომაელებმა" კი ასევე 1 ოქრო და 3 ბრინჯაო ირგუნეს.

ამასთან, "თავისუფლები" გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდნენ. მათგან ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი რომ ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდა, ხოლო ბექა ლომთაძე (61) მესამეზე გავიდა, პარასკევს უკვე გაცნობეთ, ბოლო დღეს კი ფინალში ჯაბა ყველაშვილი (74) გავიდა, ხოლო დავით მარსაგიშვილი (86) ბრინჯაოს დასჯერდა.

სამწუხაროდ,
ყველაშვილს ძალიან ცოტა დააკლდა მოგებამდე მასპინძელთან, ვისთანაც გაფრთხილების ხარჯზე დაკარგული ქულით წააგო.

ნახევარფინალში ჩვენებურმა ისევ ირანელი - მორთეზ რეზაი დაამარცხა. მარსაგიშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა ალი კარიმისთან, თუმცა მერე სანუგეშოში დამაჯერებლად იჭიდავა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეეძლოთ აკაკი ჯაჭვაძესა (70) და ზურაბ ერბოწონაშვილს (74), მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ.

"ბერძენ-რომაელთაგან" ტურნირის ბოლო დღეს ჩემპიონი ლაშა გობაძე (80) გახდა, ხოლო მესამე ადგილზე რობერტ კობლიაშვილი (85) გავიდა. გობაძემ შეჯიბრება მაღალ დონეზე ჩაატარა და ჭიდაობის ყადრის მცოდნე ირანულ პუბლიკას თავი ტექნიკის დემონსტრირებით დაამახსოვრა. მან ნახევარფინალში მასპინძელი ხოსრავი 18:7 დაამარცხა, ფინალში კი ისევ მასპინძელს 6:0 აჯობა.

მედლის მოპოვება ზურაბ ცინცაძესაც (80) შეეძლო, თუმცა გადამწყვეტი პაექრობა წააგო და ისიც მეხუთეზე დარჩა. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ამ გუნდიდან ბრინჯაოს მედლებს მარადი აბულაძე (66) და ირაკლი ქაჯაია (98) დაეუფლნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული