ჩვენები იქ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრნენ და ადგილზე ერთობლივი შეკრება გაიარეს. მედვედის ტურნირში უძლიერესი შემადგენლობით გამოვლენ: ოთარ გოგავა, ბექა ბუჯიაშვილი (ორივე - 57), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე, შოთა ფარტენაძე (სამივე - 61), მალხაზ ზარქუა, ზურაბ იაკობაშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი (65), დავით ტლაშაძე (70), ჯაბა ყველაშვილი, იაკობ მაქარაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი (სამივე - 74), დავით მარსაგიშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე, ომარ გუსოშვილი, დავით ქერაშვილი,
წინასწარი მონაცემებით, ეს ძალიან ძლიერი შეჯიბრება იქნება - მასში 28 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. აქედან მხოლოდ ვაჟთა თავისუფალ ჭიდაობაში 24 გუნდი გამოვა, მონაწილეთა შემადგენლობა კი შთამბეჭდავია. ცხადია, უძლიერესი გუნდით გამოვლენ თავად მასპინძლები, რომლებსაც, ძირითადად, დაღესტნელი ლეგიონერების ხარჯზე ფრიად სოლიდური გუნდი ჰყავთ.
პირველი შემადგენლობით ჩადიან რუსები: მსოფლიოს ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი (86), ბეკხან გოიგერეევი (61), მსოფლიოს პრიზიორი მაგომედ ყურბანალიევი (65), სოსლან რამონოვი (65), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი (61), სამგზის ჩემპიონი დენის ცარგუში (74) და სხვები.
აზერბაიჯანი ოლიმპიური ჩემპიონებით - შარიფ შარიფოვით (97) და ტოგრულ ასკეროვით (70) გაძლიერებული ჩადის, რომელსაც მხარს მსოფლიოს ჩემპიონი ჰაჯი ალიევი (65), ხეტაგ გოზიუმოვი (97) და სხვა ცნობილი ფალავნები დაუმშვენებენ. იჭიდავებს ამერიკელი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზიც (74). ძლიერი შემადგენლობით ჩადიან უკრაინა და სხვა გუნდებიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"