მაქარაშვილმა ფინალამდე რუსებს - ხაბიბ ბატიროვს 5:2, ბორის მაკოევს 6:0 მოუგო, ტაჯიკ გამიდ ჯალილოვსა (8:6) და ბელარუს რასულ ტიკაევს (6:0) აჯობა, ვინც მანამდე ზურაბ ერბოწონაშვილს მოუგო. ბადის მეორე მხარიდან ფინალში ამერიკელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი გავიდა. სამწუხაროდ, მაქარაშვილმა წინასწარ შეხვედრებში ფეხის ტრავმაც მიიღო და
ომარ გუსოშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მერე დავით მარსაგიშვილი არ გამოუცხადდა - ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მესამე პრიზიორმა მინსკში ვარჯიშზე წარბი გაიხეთქა და ექიმებმა დაასვენეს, გუსოშვილმა კი მეოთხედფინალში ამერიკელ კაილ ბეიერსს ძირითადად ფეხში შესვლებით 1:4 ამოუქაჩა და 7:4 მოუგო, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ ხეტაგ გოზიუმოვთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩვენებურმა მოლდოველი ნიკოლაი ცებანი დაამარცხა.
ამავე წონაში "ტახტის თასის" გამარჯვებული ელიზბარ ოდიკაძეც ჭიდაობდა და ორ მეტოქეს სძლია - ბელარუს იუსუპ ჯალილოვს 8:0, ამერიკელ დასტინ კილგორს კი 15:8 მოუგო, თუმცა მეოთხედფინალში უკრაინელთა ოლიმპიურ პრიზიორ ვლადიმერ ანდრეიცევთან დამარცხდა. მამუკა კორძაია და დავით ქერაშვილი პირველივე წრიდან გამოეთიშნენ შეჯიბრებას.
პარასკევს ჩვენი გუნდიდან ბრინჯაოსთვის კონსტანტინე ხაბალაშვილმაც (65) იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.
მედვედის სახელობის ტურნირი დღეს დასრულდება, როცა საქმეში 61, 70, 86 და 125 კილოგრამის ფალავნები ჩაებმებიან.