ქართველმა მოჭიდავეებმა სოფიაში მიმდინარე ტურნირზე ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს
AutoSharing Option
ბულგარეთში გრძელდება 23-წლამდელ მოჭიდავეთა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც შაბათს ჩვენმა ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა და ორივე 86 კილოგრამში - ოქრო და ბრინჯაო.
ჩემპიონი ირაკლი მწითური გახდა, ხოლო მესამეზე გიორგი ჩხარტიშვილი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს ამ ტურნირზე 2 ოქრო მოვიპოვეთ - ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (50) და ტარზან მაისურაძე (74) გახდნენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.