მოგეხსენებათ, მან ახლახან მოიხადა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია და სატურნირო პრაქტიკა სჭირდება. ამიტომ ჩვენები ნებისმიერ შანსს იყენებენ პეტრიაშვილის გამოსაცდელად. ახლა ბევრი შეჯიბრება ისეც არ ტარდება, რადგან ყველა ნაკრები რეგიონული პირველობებისთვის ემზადება, ევროპელთა მთავარი სამიზნე კი ივნისში ბაქოში ჩასატარებელი პირველი ევროპული თამაშებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული.
არადა, პეტრიაშვილმა დაბრუნების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და ბაქოში
ბერძნული ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა - 16 ნაკრები გამოდიოდა, თუმცა უმეტესობა არ იყო უძლიერესი შემადგენლობით.
პეტრიაშვილი ამ დღეებში დაბრუნდება თბილისში და ოთხშაბათს უკვე ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევროპული თამაშებისთვის მზადების მიზნით რიგით მეორე შეკრებას დაიწყებს ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში".
ისინი იქვე გამართავენ მესამე, დასკვნით შეკრებასაც. მათ მზადების პირველი ეტაპი უკვე დაასრულეს დუშეთში, სადაც უცხოელებიც იყვნენ ჩამოსულები. მათ სტუმრობა ბორჯომშიც სურდათ, მაგრამ ამისგან თავს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ მინდორაშვილი იკავებს - არ სურს, შიდა სამზარეულოში ჩაახედოს სხვები, თუმცა არაა გამორიცხული, მეორე შეკრებისას გამონაკლისი ფრანგებზე დაუშვას, რადგან ისინი არ არიან ჩვენი ძირითადი კონკურენტები.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"